„საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ - ონლაინ საუბარი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს გაბრიელს შორის

„საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ - ონლაინ საუბარი ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს გაბრიელს შორის

24-08-2020

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული ავადმყოფობა მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, -  აცხადებს ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგე, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მარკუს გაბრიელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან ონლაინ საუბრისას.

ონლაინ საუბარში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და დიპლომატისაქართველოს დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში ილია მარჯანიძე.    

ონლაინ საუბარი პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარებას  ეხება. პროფესორები განიხილავენ, თუ რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა, როგორი იქნება პანდემიასთან თანაცხოვრება, რა რისკების წინაშეა თანამედროვე მსოფლიო და, შესაბამისად, რა ელის მსოფლიოს მოსახლეობას.

პროფესორი მარკუს გაბრიელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც ახალი რეალიზმის დამფუძნებელი. მისი წიგნები „რატომ არ არის სამყარო“, „მე არ არის ტვინი“ და „აზროვნების საწყისი“ მის მიერ შექმნილ ახალ ფილოსოფიურ მიმართულებას წარმოადგენს.

ონლაინ საუბარი  თემაზე -  „საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ 
გადაცემა
მომზადებულია ტელეკომპანია "პულსის" მიერ.


 

სიახლეებში დაბრუნება