სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

21-08-2020

გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020/2021 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადებისთანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020 წლის 20 აგვისტოს №01-09-10/104,  №01-09-10/105 და № 01-09-10/106 ბრძანებების თანახმად:

  • სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2020 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლითელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge
  • სტუ- სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

  1. წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;
  2. ანალიტიკუი წერა - 6,0 ქულა;
  3. ლოგიკური მსჯელობა - 5,ქულა;
  4. რაოდენობრივი მსჯელობა - 4,8 ქულა.

  • აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეცილიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში და ასევე, გარკვეულ სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა ან გასაუბრება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ენაში (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარადგინა უცხოური ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საგამოცდო ფურცელში, რომელიც გაიცემა ფაკულტეტებზე, მითითებულია გამოცდის ჩატარების თარიღი და ადგილი;
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლადაპლიკანტმა სასპეციალიზა­­ციო გამოცდაში, ასევეუნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  • სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამსვლელი ქულა) ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი კი - 65.
  • სასპეციალიზაციო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 9 და 10 სექტემბერს და განთავსდება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება გამოცდის ჩატარების ადგილზე, 2020 წლის 10 სექტემბრის 10:00 საათიდან 12 სექტემბრის 13:00 საათამდე, მათი განხილვა - 12 სექტემბერს, 16:00 საათამდე;
  • სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 12 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები საერთო სამაგისტრო გამოცდის თითოეული ნაწილისა და სასპეციალიზაციო გამოცდის შედეგების საფუძველზე (საკონკურსო ქულა), მოამზადებენ სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების საფაკულტეტო დოკუმენტს და შესაბამის წარდგინებას სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ და გადასცემენ  სწავლების დეპარტამენტს 2020 წლის 14 სექტემბერს. დოკუმენტის განთავსება მოხდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები უზრუნველყოფენ მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმებას 2020 წლის 15-დან 23 სექტემბრის ჩათვლით და 24 სექტემბერს სტუ-ის სწავლების დეპარტამენტში წარადგენენ ჩარიცხვის პროექტს.


მაგისტრატურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები


საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით


სასპეციალიზაციო გამოცდებისა და უცხო ენაში გამოცდა/გასაუბრების განრიგი  ფაკულტეტების მიხედვით


2020/2021 სასწავლო წელს სტუ-ის მაგისტრატურაში კონკურსის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის სასპეციალიზაციო გამოცდების ტესტების ნიმუშები სამაგისტრო პროგრამების მიხედვით


 

სიახლეებში დაბრუნება