სტუ-ის 2020-2021 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

სტუ-ის 2020-2021 სასწავლო წლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

13-08-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2020-2021 სასწავლო ლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია

გთავაზობთ  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ  საბაკალავრო პროგრამებს,  რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 აგვისტოს 91/ ბრძანების საფუძველზე დაფინანსდა. 

  1. მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
  2. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  3. საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა
  4. გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
  5. სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  6. საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა
  7. გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  8. მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა
  9. მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
  10. ქიმიის საბაკალავრო პროგრამა
  11. სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  12. მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  13. არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა
  14. ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
  15. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
  16. საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა
  17. მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა
  18. აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა
  19. სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  20. სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა
  21. აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
  22. მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  23. მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა
  24. აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა
  25. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა

საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის  ბრძანებით, საქართველოს  ტექნიკურ უნივერსიტეტს  პროგრამული დაფინანსებისთვის 3,966,750.00 ლარი გამოეყო.

ცნობისათვის: 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტებისთვის დაფინანსების სახით გამოიყოფა თანხა არა უმეტეს 2250 ლარისა. ასევე, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მისი სწავლის საფასური შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის ოდენობამდე, მაგრამ არაუმეტეს 2250 ლარისა.

 

სიახლეებში დაბრუნება