დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

20-08-2020

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2020/202სასწავლო წელს სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 14 აგვისტოს №01-05-04/125 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2020 წლის 18 აგვისტოს №01-09-10/102 ბრძანების თანახმად, 2020-2021 სასწავლო წელს, სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება.

  • დოქტორანტურაში სწავლების პირველ წელს ჩარიცხვის მსურველთა საბუთების რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, ონლაინ - ვებგვერდზეregister.gtu.ge ან შესაბამის ფაკულტეტზე 10:00-დან 16:00 საათამდე;
    · გამოცდა უცხოურ ენაში ჩატარდება 2020 წლის 8 სექტემბერს, 10:00 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო ცენტრში, მისამართზე: სტუ-ი I კორპუსიმერაბ კოსტავას 68, I სართული);
    · საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 9 სექტემბრის 10:00 საათიდან 11 სექტემბრის 10:00 საათამდემათი განხილვა - 11 სექტემბერს, 12:00 საათიდან.
    · გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 11 სექტემბერს, 15:00 საათზე;
  • გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებში ჩატარდება 2020 წლის 15 სექტემბერს, 11:30 საათიდან; გასაუბრების შედეგები გამოცხადდება 16 სექტემბერს, 10:00 საათზე;   
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 16 სექტემბრის 11:00 საათიდან  18 სექტემბრის 11:00 საათამდე, ფაკულტეტებზე. მათი განხილვა პრეტენზიების განხილვის საუნივერსიტეტო კომისიის მიერ იწარმოებს 18 სექტემბრის 13:00 საათიდან.
  • საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 18 სექტემბერს;
    · დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება სტუ-ს დოქტორანტურის დებულების შესაბამისად;
  • ჩარიცხვის პროცესი დასრულდება 2020 წლის 18 სექტემბერს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • უცხოური ენის საგამოცდო ფურცელი გაიცემა ფაკულტეტებზე;
  • უცხოური ენის გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს 51 ქულას;
  • დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს  ერთი წლის სწავლის საფასურის - 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის (1125 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია;
  • ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის  დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა), ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.


დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა


დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები


სტუ-ის სადოქტორო პროგრამების შესაბამისი ვაკანსიები 2020-2021 სასწავლო წლისათვის


საკონტაქტო ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით


ტესტების ნიმუშები უცხოურ ენაში:


 

სიახლეებში დაბრუნება