შემოქმედებითი კავკასია (Creative Caucasus) ესტონელ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოში ონლაინ სტარტაპ აკადემიას კვლავ ატარებს.
12-კვირიანი პროგრამა 2020 წლის 15 სექტემბერს დაიწყება.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, თუმცა რეგისტრაციისთვის აუცილებელია ონლაინ აპლიკაციის შევსება.
კონკურსის შედეგად შეირჩევა 10-12 სტარტაპი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1 სექტემბერი.
„ონლაინ სტარტაპ აკადემიაში“ წამყვანი ესტონელი ანტერპრენერები ასწავლიან. პროგრამაში ონლაინ ლექციების კურსის გარდა, ესტონელი მენტორები ჩაატარებენ რამდენიმე ინტენსიურ სემინარს. დამატებით, ქართველი წამყვანი მენტორები აკადემიის მსმენელებს დაეხმარებიან პროექტის განვითარებაში.
12-კვირიანი პროგრამა მოიცავს სტარტაპის განვითარებისათვის მნიშვნელოვან თემებს: