საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში და მის ციფრულ ბიბლიოთეკაში, „ივერიელში“ დაცულ წიგნებს, ჟურნალ-გაზეთებს და სხვა იშვიათ გამოცემებს, ახლა უკვე არქიტექტორ ზურაბ ტიტვინიძის «ნამუშევართა კატალოგი» შეემატა.
კატალოგში ასახულია ათეული წლების მანძილზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპროექტო სტრუქტურებში, არქიტექტურის დოქტორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ზურაბ ტიტვინიძის ავტორობითა და ხელმძღვანელობით შექმნილი არქიტექტურული და დიზაინ პროექტები. მათი უდიდესი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა და ემსახურება მშობლიური უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სრულყოფას.
არქიტექტორ ზურაბ ტიტვინიძის «ნამუშევართა კატალოგი»