„კაცი მომავლიდან - სტუ-ის საპატიო დოქტორ გოგი კვარაცხელიას სამედიცინო მოწყობილობა"

„კაცი მომავლიდან - სტუ-ის საპატიო დოქტორ გოგი კვარაცხელიას სამედიცინო მოწყობილობა"

20-08-2020

„საერთო გაზეთი“-ს  N23 (573)-ში მიმდინარე წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „კაცი მომავლიდან - სტუ-ის  საპატიო  დოქტორ გოგი  კვარაცხელიას სამედიცინო მოწყობილობა, თანამედროვე  მსოფლიოს კარდიოვასკულარული ქირურგიის  ავანგარდში.“

სტატიაში აღნიშნულია: „საქართველო რომ ნიჭიერ ადამიანთა საბადოა, ამაზე უკვე აღარავინ დაობს. ახლახან   საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის გოგი კვარცხელიას სამედიცინო  მოწყობილება თანამედროვე  მსოფლიოში კარდიოვასკულარული ქირურგიის სიახლედ აღიარეს.

საუბარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო-სამეცნიერო  კვლევითი  ცენტრის  პროექტზე, ინოვაციურსამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელსაც ფუნქციური დანიშნულებით დღევანდელ მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

ბატონმა გოგი კვარაცხელიამ მოახერხა და ადგილობრივი რესურსებით დაამზადა სამედიცინო მოწყობილობის სადემონსტრაციო საცდელი  ნიმუში,  მოწყობილობა,  რომელიც „ვაიერის“ (ლითონის მავთულის) გარეშე სინქრონულად მუშაობს სხვადასხვა დიამეტრის მქონე სისხლძარღვთა სისტემაში.

განმარტებებისთვის   თავად გოგი კვარაცხელიას მივმართეთ, რომელიც გახლავთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანი, ვახტანგ  გორგასლის  III   ხარისხის  ორდენის კავალერი, ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და სტუ-ს მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი“.

„საერთო გაზეთის“ სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.


 

სიახლეებში დაბრუნება