ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022 აკადემიური წლისთვის

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2021-2022 აკადემიური წლისთვის

18-08-2020

2021-2022 აკადემიური წლისთვის ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით, საქართველოს მოქალაქეებისათვის სრული სტიპენდიის მისაღებად  კონკურსი ცხადდება. 

20 სრული სტიპენდიის დაფინანსება გათვალისწინებულია როგორც ჩეხური (9), ასევე ინგლისური (11) ენის პროგრამებისათვის შემდეგ სფეროებში:

  • მშენებლობა
  • ფინანსები
  • სოფლის მეურნეობა
  • მათემატიკა
  • სტატისტიკა
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • გარემოს დაცვა
  • ენერგეტიკა

 დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ  ვებგვერდზე:

https://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2021-2022 აკადემიური წლისთვის  დაფინანსებისა და კონკურსის  შესახებ  ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 10 აგვისტოს შევიდა,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს N677468 კორესპონდენცია.

 

სიახლეებში დაბრუნება