საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

25-08-2020


ინფორმაცია რეგისტრაციის ვადებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ

მოხარული ვართ, რომ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებთ!
გაწვდით ინფორმაციას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობით ჩასარიცხად, თქვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ:

  • 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, რომლებმაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ:
  • 2020 წლის 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
  • საბუთების მიღება იწარმოებს 10:00-დან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა, მისამართზე: თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, III სართული, ოთახი N350.

წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით
  3. საშუალო განათლების ატესტატის ასლი; მაგიტრანტების - წინა საფეხურის (ბაკალავრის) დიპლომის ასლი
  4. პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების / აღდგენის / შეწყვეტის) დამოწმებული ასლები
  5. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
  6. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).

მობილობის მსურველმა, რომელიც გაეცნობა შედარების აქტს და წერილობით თანხმობას განაცხადებს სტუ-ში მობილობით გადმოსვლაზე, ადმინისტრაციული და ფინანსური ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარადგინოს ერთი სემესტრის სწავლის საფასურის (1125ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სტუ-ის საბანკო რეკვიზიტებია:
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: სახაზინო კოდი 708977289 (სწავლის საფასური სტუდენტებისთვის)

გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მობილობით ჩარიცხვის მსურველმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დადგენილ ვადაში უნდა მიმართოს.
დოკუმენტაცია მიიღება პირადად განმცხადებელისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისაგან, ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.

ცნობისათვის: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge/ 19 აგვისტოს დასრულდა. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის შედეგები პორტალზე 25 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!



 

სიახლეებში დაბრუნება