საგანმანათლებლო პროექტი "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ" - მონაწილეთა რეგისტრაცია 13 აგვისტოს დასრულდება

საგანმანათლებლო პროექტი "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ" - მონაწილეთა რეგისტრაცია 13 აგვისტოს დასრულდება

11-08-2020

თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდი (FDF), კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით (KAS), ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტს "სტრატეგია ანტიდასავლური საინფორმაციო ომის წინააღმდეგ".  პროექტში მონაწილეობა უფასოა და ორი ეტაპისგან შედგება:

პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან სამდღიან ტრენინგს ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ, შეიძენენ ინფორმაციული ომის შესახებ ცოდნასა და მასთან ბრძოლისათვის საჭირო უნარებს.

მეორე ეტაპზე, ფონდთან თანამშრომლობით, პროექტის მონაწილეები მოცემული თემატიკის ირგვლივ სპეციალურად შემუშავებულ ონლაინ პლატფორმაზე კვლევით საქმიანობას აწარმოებენ.

ტრენინგს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი ითვალისწინებს საინფორმაციო ომის თემატიკით დაინტერესებული პირების ტრენინგს, რომელიც ჩატარდება 21-23 აგვისტოს ლიკანში. ტრენინგს გაუძღვებიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები. 

პროექტის მიზნები:

  • კრიტიკულად/ანალიტიკურად მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა
  • რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტლი სიახლეებისგან საზოგადოების ფართო მასების, მათ შორის ეთნიკრი უმცირესობების, დაცვა
  • რუსული ნარატივისა და ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირება და მათთან ბრძოლა
  • სამოქალაქო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარება - დაინტერესებული პირების სათანადო უნარებით აღჭურვა და ყალბი ამბების მონიტორინგისა და პრევენციის უზრუნველყოფა
  • უცხოური დეზინფორმაცილ-პროპაგანდისტულ ნარატივის გავლენის შემცირება ქვეყანაში მინდინარე პროცესებზე, მათ შორის საარჩევნო გარემოზე.
  • საზოგადოებრივი საიფორმაციო პროდუქტის შექმნა თავისუფალი აკადემიური სივრცის შეთავაზებით.

მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმები:

  • 20-30 წელი
  • პოლიტიკის მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, ჟურნალისტიკისა და მომიჯნავე პროგრამების კურსდამთავრებულები ან სტუდენტები 
  • კარგი წერითი და ვერბალური უნარები
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე
  • მოცემული საკითხისადმი მაღალი ინტერესი
  • სასურველია კვლევითი საქმიანობის გამოცდილება

ტრენინგის თემატიკა:

  • საინფორმაციო ომის ცნება და არსი (პროპაგანდა, ყალბი ამბები და ა.შ.)
  • ქართული რეალობა და საინფორმაციო ომისგან მიყენებული ზიანი
  • ინფორმაციულ ომთან ბრძოლის თეორიული და პრაქტიკული მეთოდები
  • სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში
  • ფასილიტაცია/თანასწორთა განათლება

პროექტის პირველი ეტაპის ტრენინგი ჩატარდება ლიკანში 21-22-23 აგვისტოს. ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი. მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 აგვისტო

მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fdfundgeorgia@gmail.com

  1. CV (ფოტოსურათთან ერთად)
  2. სამოტივაციო წერილი რომელშიც მითითებული იქნება: რატომ გსურთ მონაწილეობის მიღება და რა იქნება თქვენი კოტრიბუცია მიმდინარე პროექტში.

შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრებები ჩატარდება 14-15 აგვისტოს, ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პროექტის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ორგანიზაციის Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/FDFundation ან საინფორმაციო პორტალზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=273128

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: fdfundgeorgia@gmail.com 

 

სიახლეებში დაბრუნება