„საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას“ - სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე

„საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას“ - სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე

08-08-2020



„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო, ახსოვს მსოფლიოს. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საქართველო-რუსეთის ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ჩვენ გვახსოვს 8 აგვისტო. ახსოვს მსოფლიოს. ჩვენი ქვეყანა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ გახდა აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან უკვე 12 წელი გავიდა. ეს უმძიმესი და ტკივილით სავსე დღეები ღრმად არის აღბეჭდილი ჩვენს მეხსიერებაში. აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ სამშობლოსთვის მებრძოლი ვაჟკაცები, რომელთა შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც იყვნენ - გმირების ხსოვნას მარადიულად შეინახავს საქართველოს ისტორია. საქართველო აგრძელებს განვითარებას, სწავლას, ახალი თაობების აღზრდას და თითოეული ქართველი ვცოცხლობთ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის იმედით, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

აგვისტოს ომის მე-12 წლისთავის აღსანიშნად, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს.

 

სიახლეებში დაბრუნება