დამატებითი გამოცდები 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლების სამივე საფეხურს სტუდენტებისთვის, დამატებითი გამოცდები 2020 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
სტუდენტებს ამჯერადაც მოგეცემათ შესაძლებლობა, გააკეთოთ არჩევანი და დამატებითი გამოცდები თქვენთვის მისაღები ფორმატით ჩააბაროთ:
დამატებითი გამოცდების ცხრილის მოძიება, ფაკულტეტების მიხედვით, შესაძლებელია ბმულზე:
დამატებითი გამოცდების ცხრილი
https://elearning.gtu.ge/mod/folder/view.php?id=195671
დამატებითი გამოცდების ცხრილის ბმული განთავსებულია:
საგამოცდო პროცესის შეფერხების გარეშე ჩატარების მიზნით, გთხოვთ:
სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან და ცხრილის მიხედვით, დამატებითი გამოცდის ჩაბარება უწევთ პლატფორმაზე elearning.gtu.ge , შესაძლებლობა ეძლევათ გამოცდები ჩააბარონ ლექტორთან, ცხრილში მითითებულ დროსა და აუდიტორიაში.
სტუდენტებს, რომელთაც არ ექნებათ წვდომა ინტერნეტთან და ცხრილის მიხედვით, დამატებითი გამოცდის ჩაბარება უწევთ პლატფორმაზე testing.gtu.ge , შეუძლიათ ისარგებლონ სტუ-ის პირველი კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული საგამოცდო ცენტრის კომპიუტერებით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აუდიტორიებსა და საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში საგამოცდო პროცესის ჩატარებას საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს.
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია (ინსტრუქცია) განთავსებულია: