ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) 2020/2021 აკადემიურ წლის საზაფხულო სემესტრისათვის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო კურსზე მიღებას აცხადებს.
პროგრამა გრძელდება 1 სემესტრის განმავლობაში (2021 წლის თებერვალი - 2021 წლის ივნისი), უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სასწავლო კურსი მოიცავს საკითხებს პოლიტიკური მეცნიერებიდან, სოციოლოგიიდან, ფილოსოფიიდან, ისტორიიდან და სოციალური მუშაობიდან.
ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს:
კრედიტების რაოდენობა შეზღუდული არაა და სტუდენტებს შეუძლიათ აარჩიონ კურსები ყველა სასწავლო მიმართულებიდან.
რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 30.09.2020.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა პასპორტის ასლი უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე: tomas.hercik@uhk.cz და, ასევე, წარმოადგინონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.
სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.