საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული არჩევნების შედეგები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული არჩევნების შედეგები

28-07-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში 2020 წლის 27 ივლისს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების მიზნით არჩევნები ჩატარდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში საკონკურსო კომისიამ: გიორგი მელაძის (საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე), სოფიო გორგიჯანიძის (საკონკურსო კომისიის მდივანი), დავით თავხელიძის, მიხეილ ჯანიკაშვილის, ნუგზარ ბუაჩიძის, მაია მელაძის, ლიანა ინწკირველის შემადგენლობით, 2020 წლის 27 ივლისს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო თანამდებობების დაკავების მიზნით არჩევნები ჩაატარა.

ფარული კენჭისყრის შედეგად ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამდებობებზე აირჩიეს:

ბუნებრივი გარემოს დაჭუჭყიანების მონიტორინგისა და პროგნოზების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეული)  -  ნათია გიგაური.

ამინდის პროგნოზების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (0,5 საშტატო ერთეული)  - ანა ფალავანდიშვილი

 

სიახლეებში დაბრუნება