სტუ-ს ინსტიტუტმა "ტექინფორმმა" AGRIS საზოგადოების III წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

სტუ-ს ინსტიტუტმა "ტექინფორმმა" AGRIS საზოგადოების III წლიურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

17-07-2020



2-3 ივლისს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Food and Agriculture Organization of the United Nations - FAO)  AGRIS (სოფლის მეურნეობის კვლევების საერთაშორსო სისტემა) საზოგადოების რიგით მესამე წლიური შეკრება ჩაატარა,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა "ტექინფორმი", როგორც AGRIS საზოგადოების ერთადერთმა ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში.

შეკრება AGRIS-ის სისტემის მართვისა და მისი გამოყენების უპირატესობებს მიეძღვნა,  რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოღვაწე სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ, როგორიცაა: აშშ, საფრანგეთი, ტაილანდი, მოლდავეთი, გერმანია, ყაზახეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი და სხვ.

ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო  სამეცნიერო კვლევითი  ინსტიტუტის "ტექინფორმის" დირექტორის მოადგილე მარინა რაზმაძე, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე „AGRIS-ის როლი "საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში“.

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება