განცხადება

განცხადება

15-07-2020

სამთო–გეოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელისარჩევნების დანიშვნისშესახებ 

“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“ 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 14 ივლისი გადაწყვეტილების საფუძველზე, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად.
სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2020 წლის 4 აგვისტოს;
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი აირჩევა ფაკულტეტის საბჭოს მიერ 4 წლის ვადით.
კანდიდატების განცხადებების რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 22 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში  (სტუ,  კოსტავას ქ. №75,  IIIკორპუსი, მე-2 სართული, ოთახი #212 ტ.:236–50-23)
რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება უარის თქმის საფუძველი და ინფორმაცია კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) შესახებ. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის განმავლობაში. კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს ფაკულეტეტის საარჩევნო კომისიაში 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 2 დღის განმავლობაში.

2020 წლის 29 ივლისს 13:00 საათზე მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.

არჩევნებში  მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.
65 წლისა და მეტი ასაკის  პირის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო, ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადების წარდგენის ვადაა  2020 წლის 22 ივლისი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე,  კანცელარიის მეშვეობით.
კანდიდატმა განცხადებას თან უნდა დაურთოს:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
- ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
- სამოქმედო გეგმა;
- ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;
- დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
ბ) აქვს შესაბამისი მუშაობით გამოცდილება;
- აკმაყოფილება შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს მოეთხოვება:

  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული  ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა;
  • ჩამოთვლილთაგან ერთ ერთი უცხოური ენის (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) ცოდნა;
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების -  MS Office-ის ცოდნა;
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა:

საქართველოსკანონი „უმაღლესი განათლებისშესახებ“;
საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“;
საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების ცოდნა:
საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;
ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა:
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;
სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი;
სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება;
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება;
სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც არის აკრედიტაციის ან ავტორიზაციის საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მოქმედი ექსპერტი ან პროგრამის ხელმძღვანელი.

არჩევნები ჩატარდება  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება არჩევნების დამთავრების შემდეგ თვალსაჩინო ადგილას და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება