ძვირფასო სტუდენტებო, უკვე გაეცანით ინფორმაციას, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, დასკვნითი (ფინალური) გამოცდები 2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. გარდა ამისა, შესაძლებლობა გეძლევათ, დასკვნითი გამოცდები თქვენთვის მისაღები ფორმატით - დისტანციურად (ონლაინ რეჟიმში) ან აუდიტორიასა და სტუ-ის საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში ჩააბაროთ.
დასკვნითი გამოცდების ჩაბარების პროცესში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:
თითოეულ სასწავლო კურსში (საგანი) დასკვნითი გამოცდა ჩაბარებულად რომ ჩაითვალოს, სტუდენტმა უნდა გადალახოს დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რომელიც ასეა განსაზღვრული:
- ბაკალავრებისთვის - 10 ქულა და მეტი
- მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 20 ქულა და მეტი.
ასევე, შეგახსენებთ, რომ:
პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, თითოეულ სასწავლო კურსში დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად, განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ეს არის გამსვლელი ჯამური ქულა (სასწავლო აქტივობის ქულა + შუალედური გამოცდის ქულა), რომელიც შეადგენს:
- ბაკალავრებისთვის - 22.5 ქულას და მეტს
- მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 30 ქულას და მეტს.
სასწავლო წლის ბოლოს კონკრეტული სასწავლო კურსი (საგანი) ჩაბარებულად რომ ჩაითვალოს, სტუდენტმა საერთო ჯამში უნდა დააგროვოს:
- ჯამური 51 ქულა (სასწავლო აქტივობების, შუალედური გამოცდისა და დასკვნითი გამოცდის ქულები).
თუ დასკვნითი გამოცდის შემდეგ, კონკრეტულ სასწავლო კურსში აღებული ჯამური ქულა იქნება 41-დან 50 ჩათვლით (შეფასება „FX“), სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლისა და ქულის გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემა. იმ შემთხვევაში კი, თუ ჯამურად აღებული ქულა 40-ს არ აღემატება (შეფასება „F“), სასწავლო კურსი ჩაბარებულად არ ჩაითვლება. შესაბამისად, საგნის ხელახლა გავლა იქნება აუცილებელი.
დამატებითი დასკვნითი გამოცდები 2020 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.