საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსს აცხადებს

14-07-2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2020-2021 სასწავლო წლიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე (მის.: გურამიშვილის გამზ. №17, II სართული, ოთახი 220ბ, ტელ.: 577 53 79 92).

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების საგანთა ჯგუფების მიხედვით და სხვ.) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge. განცხადებების მიღება იწარმოებს 2020 წლის 14 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10.00-დან 17.00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში;
  2. კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 1-2 სექტემბერს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2020 წლის 02 სექტემბრისა საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;
  3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2020 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით;
  4. კონკურსის შედეგების დამტკიცება აკადემიურ საბჭოში და კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.gtu.ge) მოხდება 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 2020-2021 სასწავლო წლიდან.

II. საკონკურსო პირობები

  1. კონკურსის ძირითადი პირობები: ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; გ) ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
  2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს: ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი); გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით; დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით); ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი); ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

III. მონაწილეთა შეზღუდვა

  1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით;
  2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიური საბჭოს სხდომაზე მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება;
  3. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტუ-ში გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე სტუ-თან უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება.

IV. კონკურსის ჩატარების წესი

  1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
  2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
  3. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მსურველები ეწვიეთ ბმულს:


 

სიახლეებში დაბრუნება