ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ტრენინგზე იწვევს

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ტრენინგზე იწვევს

14-07-2020

ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი  (IRC) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების, ლექტორებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს იწვევს ონლაინ ტრენინგზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ მონაწილეობის მისაღებად.

აღსანიშნავია, უნივერსიტეტებში, კოლეჯებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში თავს იყრის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პერსონალური მონაცემები. დაცული მონაცემების დიდი მოცულობა ამ სისტემაში მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის აუცილებლობას განაპირობებს. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესის მართვისას სულ უფრო მეტად იყენებენ ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ სისტემებს, რაც დამუშავების გაუმჯობესებულ შესაძლებლობებთან ერთად შეიცავს მონაცემებთან არაავტორიზებული წვდომის რისკსაც. შესაბამისად, ამ კუთხით იზრდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც მონაცემების დამმუშავებლის როლი და პასუხისმგებლობა.

ტრენინგი განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების:

რექტორებისთვის

ლექტორებისთვის

ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის

ტრენინგს წარუძღვებიან:

IRC-ის დირექტორი ბ-ნი გიორგი გაბრიელაშვილი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პირველი ინსპექტორი ქ-ნი თამარ ქალდანი

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 საათი და მოიცავს შემდეგ მოდულებს:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშნველობა

მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში/უნივერსიტეტებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სპეციფიკა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკა უნივერსიტეტებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდება 10 ივლისს, 12:00-15:00 სთ. Zoom-ის პლატფორმაზე

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/BBC1wgkxBDSk3pu18

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ივლისი (CoB)

 ტრენინგი ტარდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „მონაცემთა სუბიექტებისა და სხვა აქტორების გაძლიერება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზაციისთვის“ ფარგლებში და მასში მონაწილეობა უფასოა!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით IRC-ის პროექტის მენეჯერს ანა ლაცაბიძეს - მობ.: 599 444 544

 

სიახლეებში დაბრუნება