მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარსადგენად - „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

მოწვევა კონფერენციის მოხსენებების წარსადგენად - „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

14-07-2020

1-2 ოქტომბერს, გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით საქართველოში  პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიების ორგანიზატორები  დაინტერესებულ პირებს საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იწვევს, რომლებმაც უნდა წარადგინონ  თემაზე-  „ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“  მოხსენებები და კონფერენციის თეზისები, სტუდენტებმა  კი, ესეები.  

1. ზოგადი ინფორმაცია

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით საქართველოში  პირველ საერთაშორისო კონფერენციას მართავს, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში, რათა გაჩნდეს სივრცე ბავშვთა უფლებებისპრინციპების სწავლა-სწავლებისთვის, გაძლიერდენენ შესაბამისი სპეციალისტები და ყოველდღიურად ოჯახებში, სკოლებსა და საზოგადოებაში ბავშვთა უფლებები დაცული იყოს. 

ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმომადგენლებს,  აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან სპეციალისტებს.

ფორუმი წარმოადგენს სივრცეს დისკუსიებისთვის, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, მასწავლებლებისა და სტუდენტურ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების პრეზენტაციებისთვის. დისკუსიების ფოკუსი იქნება უნივერსიტეტების როლი ბავშვთა უფლებების ხელშეწყობასა და სოციალურ ნორმებზე ზეგავლენაზე.

კონფერენციაზე უნივერსიტეტები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვას საუნივერსიტეტო პროგრამებში ბავშვთა უფლებების მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად განათლების, სამართლის, ბიზნესის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

კონფერენციის სამუშაო ენა არის ქართული და ინგლისური. კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: www.unicef.org/georgia და www.atsu.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნათია ჯოხაძეს, ელფოსტა:

njokhadze@unicef.org და ნანი ზეინკლიშვილს, ელფოსტა: nzeinklishvili@unicef.org

 

სიახლეებში დაბრუნება