სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სტიპენდიები სადოქტორო პროგრამებზე

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საპრეზიდენტო სტიპენდიები სადოქტორო პროგრამებზე

10-07-2020

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში  უცხოელ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სადოქტორო პროგრამებზე  სწავლა გააგრძელონ. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 ივლისს შემოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს N579636 კორესპონდენცია, სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში, მოქმედი საპრეზიდენტო სტიპენდიის პროგრამის შესახებ, რომელიც უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამაზე.

საპრეზიდენტო სტიპენდიის ფარგლებში საერთაშორისო განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც კორეულ, ასევე ინგლისურენოვან მიმართულებებზე. სტიპენდიის მფლობელებს, სრულად დაუფინანსდებათ სეულის ეროვნულ უნივერსიტეტში ექვსი სემესტრის სწავლის გადასახადი, მგზავრობის ხარჯი (ეკონომ კლასის ავიაბილეთი) და სამედიცინო დაზღვევა.

უნივერსიტეტში მიღებული კანდიდატი, მაქსიმუმ 4 წლის განმავლობაში, ასევე მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 1.500.00-2.000.000 კორეული ვონის (დაახლოებით 1.250-1.600 აშშ დოლარი) ოდენობით.

2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ონლაინ განაცხადების მიღება იწარმოებს მ.წ. 20 ივლისიდან 30 ივლისამდე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, სტუდენტებს, რომლებიც ჯერ არ ფლობენ დოქტორის ხარისხს. დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს:

ინჟინერია, მედიცინა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განვითარების მეცნიერებები და კორეათმცოდნეობა.

მსურველები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიონ ქვემოთ ჩამოთვლილ ბმულებს:
https://gtu.ge/pdf/1_Application%20_form_Spring_2021.pdf
https://gtu.ge/pdf/2_Application%20_form_Spring_2021.pdf
https://gtu.ge/pdf/3_Application%20_form_Spring_2021.pdf

 

სიახლეებში დაბრუნება