საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებთან ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება 1 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, ხატვასა და ხაზვაში გასაუბრება იმ აბიტურიენტებთან ჩატარდა, რომლებმაც არჩევანი სტუ-ის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე გააკეთეს.
ხატვასა და ხაზვაში აბიტურიენტებთან გასაუბრების თავდაპირველი შედეგები გთხოვთ იხილოთ ბმულებზე:
გაცნობებთ, რომ აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება იწარმოებს 2 ივლისს, 10:00-დან 15:00 საათამდე.
გასაუბრების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე.