საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს ღია სამეცნიერო ვებინარების ჩატარებას დამტკიცებული განრიგის თანახმად.
ვებინარები ჩატარდება ZOOM-ში.
საიდენტიფიკაციო კოდი: 8347008142
პაროლი: 2ZUed5
03 ივლისი, 14:00 სთ. – საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური სფერო განვითარების პერსპექტივები უახლოეს მომავალში“- ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზირების განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი გიორგი კორძახია.
07 ივლისი, 14 :00 სთ. – „საქართველოში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების მონიტორინგი, პროგნოზირება ადრეული შეტყობინების სისტემები“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე.
10 ივლისი, 14:00სთ. – „დისტანციური ზონდირების ტექნოლოგიები სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილებისათვის“ - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი დავით ლოლაძე.
14ივლისი, 14:00 სთ. – „კლიმატის მიმდინარე ცვლილების მოქმედება მდ. თერგის აუზის მყინვარების დეგრადაციაზე“ - ამინდის პროგნოზირების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ლარისა შენგელია
17 ივლისი, 14:00 სთ. –„ ჩრდილო ატლანტიკური და კვაზიბინარული ოსცილაციების ცვალებადობები“ - ამინდის პროგნოზირების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების მოდელირების განყოფილების გამგე მარიკა ტატიშვილი.
21ივლისი, 14:00 სთ. – „აგროტურიზმის მნიშვნელობა საქარათველოს ტურიზმის დღევანდელ პირობებში“ - კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი ნინო შავიშვილი.