„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე მსმენელთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე მსმენელთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

30-06-2020

სს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის პროგრამებზე  მსმენელთა მისაღებად კონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების ენერგეტიკის, ელექტრული ინჟინერიის და სხვა მონათესავე სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე) და დამამთავრებელი (მე-4) კურსის სტუდენტებს.

სწავლება 2 სემესტრიანია და მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. სასწავლო პროგრამის სრულად გავლის შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სწავლის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი და გაივლიან გასაუბრებას სსე-ს ხელმძღვანელობასთან მათი ცოდნის დონისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით, რის საფუძველზეც მოხდება მსმენელთა დასაქმება სსე-ს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში.

სწავლის მსურველებმა ამ წლის 2020 წლის 28 ივნისიდან 13 სექტემბრამდე

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან CV;
  • პირადობის მოწმობის ასლი;

უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: nino.gvaramadze@gse.com.ge

მისაღები კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: წერითი გამოცდა და გასაუბრება. 

მისაღები გამოცდის ბილეთი მოიცავს 3 საკითხს გამოცდის საკითხების ნუსხიდან.

კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 16-დან 28 სექტემბრამდე. ჩატარების ზუსტი თარიღი და ადგილი კონკურსანტებს ეცნობება პირადად.

მისაღებ კონკურსში გამარჯვებულთათვის სწავლა უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისათვის  ეწვიეთ ვებ.გვერდს: http://www.gse.com.ge/kariera/studentebistvis/stajireba


 

სიახლეებში დაბრუნება