მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ბრძანება

10-06-2008

...
საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი
     
___________N___________
(თბილისი)
სწავლის საფასურის გადახდის ვადების
დადგენის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 22- მუხლის საფუძველზე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გადახდის ვადების დამატებით განსაზღვრისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაწესების მიზნით

 ვბრძანებ:

  1. სტუ- სტუდენტებმა სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხონ ერთი სასწავლო წლის ღირებულების ნახევარი მაინც, ხოლო დარჩენილი სწავლის საფასური სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.
  2. სტუდენტი, რომელიც არ შეასრულებს ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას, სემესტრულ გამოცდებზე დაიშვება მხოლოდ სემესტრული გამოცდების დაწყებამდე, ამ ბრძანების პირველი პუნტით დადგენილი თანხისა და გადაუხდელი თანხის 10%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის შემთხვევაში.
  3. სტუდენტი, რომელიც არ შეასრულებს ამ ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, გაირიცხება უნივერსიტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან.
  4. უნივერსიტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან სტუდენტის გარიცხვის შემთხვევაში მას არ უბრუნდება თანხა, რომელიც გარიცხვამდე გადაიხადა სწავლის საფასურის სახით.
  5. სტუდენტებისათვის ბრძანების გაცნობა დაევალოს ფაკულტეტების დეკანებს და სტუ- სტუდენტთა თვითმმართველობას.
  6. ბრძანება განთავსდეს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და სასწავლო კორპუსებში თვალსაჩინო ადგილას და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე;
  7. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მისამართზე - . თბილისი უზნაძის . ¹52 ან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე - . თბილისი სარაჯიშვილის . ¹1.
  8. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი

პრფესორი . მოწონელიძე

ვიზები:

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,

პრფესორი . ქოქრაშვილი

სამართლებრივი უზრუნველყოფის

განყოფილების უფროსი . მაისურაძე 

სტუდენტთა თვითმმართველობის

თავჯდომარე . დუნდუა


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11