საქართველოს ტექნიკურ უნივერაიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერაიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა

26-06-2020

დღეს, 26 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ საჯარო ლექცია - „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოწვევები Covid 19 პანდემიის პირობებში "  გახსნა და  მასში მონაწილე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს მისასალმებელი სიტყვით მიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 საჯარო ლექცია, რომელიც ჩინეთის სახლხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  არჩილ კალანდიამ წაიკითხა, საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის  (Research Institute Of China Studies ) ორგანიზებით ჩატარდა. ლექცია ეხებოდა ჩინეთში  პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ Covid -19 -ის წინააღმდეგ ბრძოლას.

საჯარო ლექცია ელექტრონული პორტალით  Zoom -ის სისტემის გამოყენებით გაიმართა და მას სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.


 

 

სიახლეებში დაბრუნება