სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2020-2021წლების აგრობიზნესის სამაგისტრო (MAB) პროგრამაზე კონკურსი ცხადდება.
აგრობიზნესის მაგისტრი (MAB) არის პროფესიონალური ხარისხის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კონკურენტუნარიანი ბიზნეს განათლების მიღებას ტეხასის A&M უნივერსიტეტისა და სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პარტნიორობით.
პროგრამის კურსდამთავრებული იქნება დარგის სათანადო ცოდნითა და გამოცდილებით კვალიფიცირებული სპეციალისტი. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
პროგრამის ხანგრძლივობაა 18 თვე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
საბუთების ნუსხა:
როგორც საერთაშორისო სტუდენტს, თქვენი განაცხადი აგრობიზნესის სამაგისტრო პროგრამაზე უნდა აკმაყოფილებდეს იგივე აკადემიურ სტანდარტებს, როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის.
განაცხადის სრული პაკეტი უნდა შეიცავდეს:
დაინტერესების შემთხვევაში, 30 ივნისის ჩათვლით, უნდა გამოაგზავნოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საბუთი შემდეგ მეილზე admissionsMAB@gmail.com .
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატებს შესთავაზებენ 1 თვიან მოსამზადებელ კურსს.
საბოლოო სია შეირჩევა აღნიშნული კურსის აკადემიური პროგრესის საფუძველზე.
მნიშვნელოვანი: ინტერვიუ და მოსამზადებელი კურსი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.
პროგრამის საფასური
პროგრამის სრული საფასური შეადგენს 1,650,000 სომხურ დრამს (≈ 3430 USD).
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით: (37498) 334 5 65, ელ ფოსტა admissionsMAB@gmail.com.
მისამართი: 74 ტერიანის ქუჩა, ერევანი, სომხეთი