პროექტის ფარგლებში დამყარდა ურთიერთთანამშრომლობა ავსტრალიის სამხრეთ უელსის უნივერსიტეტთან, სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და სვინბარნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.
2019 წლის 11 დეკემბრის სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გადაწყვეტილებით პროექტი „საინჟინრო სამართალი“ მოდიფიცირდა და იგი ხორციელდება როგორც „ტექნოლოგიური სამართალი“. სტუ-ის რექტორის ბრძანებით ტექნოლოგიური სამართალი განხორციელდება 2022 წლის 01 იანვრამდე.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოში სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი არის ინოვატორი, რომელსაც ექნება კომბინირებული კურსები და სასწავლო პროგრამები ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტები: „ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დემოკრატიის განვითარება საქართველოში“, „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი საქართველოში“, „ტურიზმის სამართალი“ და სხვა, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებში ასახავს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსებს.