19 ივნისს, 18:00 საათზე ვებინარი თემაზე "კულტურული ცნობიერება ასაკოვანთათვის" ერაზმუს+ პროექტის "Sincromind" ფარგლებში გაიმართება.
ვებინარის ორგანიზატორები არიან: სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორი, ია მოსაშვილი და საბერძნეთის OIKOPILIS ორგანიზაცია.
ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გამოიყენოთ ZOOM ონლაინ პლატფორმის ლინკი
ერაზმუს+ პროექტი SinCRoMInD ,,ასაკოვანი ადამიანების კულტურული ცნობიერების გზა თანამედროვე და ინტელექტუალური მრავალფეროვნების მეშვეობით”, 2019 წელს ევროკავშირის მიერ დამტკიცდა და ხორციელდება საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის, ბულგარეთის და საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით.
პროექტის მონაწილე 7 ორგანიზაციიდან, ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.
პროექტის მიზანია 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციური გზით ხელოვნებისა და კულტურის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.