One Caucasus ფესტივალისა და პროგრამის საკოორდინაციო გუნდი სტუდენტებისთვის საერთაშორისო მოხალისეებისთვის (Call for Co-creators) და მუსიკოსებისთვის (Call for Musicians) კონკურსს აცხადებს.
კონკურსის ორგანიზატორების სურვილია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთონ კავკასიაში ყველაზე მრავალფეროვან და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ ღონისძიებაში.
One Caucasus Call for Co-creators 2020 არის მოწვევა არქიტექტორებისთვის, ანიმატორებისთვის, ხელოვანებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ტრენერებისთვის, ფილმების შემქმნელებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, მზარეულებისთვის, აქტივისტებისთვის და მოხალისეებისთვის, ვისაც სურს იმუშავოს საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ გუნდებში ქვემო ქართლის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალ სამხატვრო/არქიტექტურულ/საგანმანათლებლო ინიციატივებზე.
One Caucasus Call for Musicians 2020 არის მოწვევა ინდივიდუალური მუსიკოსებისთვის / ბენდებისთვის, ვისაც სურს იმუშავოს მუსიკოსებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჟანრთაშორის და საერთაშორისო ახალ მუსიკალურ პროექტებზე.
One Caucasus არის ინტერდისციპლინური ფესტივალი და პროგრამა, რომელიც აერთიანებს არაფორმალურ განათლებას, ხელოვნებას, არქიტექტურასა და მუსიკას.
One Caucasus ფესტივალისა და პროგრამის საკოორდინაციო გუნდის წევრები საერთაშორისო გუნდებთან ერთად ქმნიან უსაფრთხო და შთამაგონებელ სივრცეს კავკასიელი ახალგაზრდების შეხვედრებისთვის.
განაცხადის შევსების ბოლო ვადები:
მოხალისეობის პროგრამისთვის (Call for Co-creators): 7 ივნისი, 2020
მუსიკოსთა პროგრამისთვის (Call for Musicians): 10 ივნისი, 2020
მბულები:
მოხალისეობის პროგრამა: http://www.onecaucasus.org/news/242-one-caucasus-2020;
მუსიკოსთა პროგრამა: http://www.onecaucasus.org/news/263-call-for-musicians-2020;
კითხვები და პასუხები (Q&A): http://www.onecaucasus.org/news/264-one-caucasus-q-a.
2014 წლიდან უკვე ვუმასპინძლეთ 350-ზე მეტ მოხალისეს მსოფლიოს 32 ქვეყნიდან და 430-ზე მეტ მუსიკოსს 17 ქვეყნიდან.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.onecaucasus.org.
ONE CAUCASUS PROGRAM & FESTIVAL Coordination Team
Cell: (+995) 555 196 240; (+995) 558 668 771
onecaucasusfestival@gmail.com