9-10 ივნისს გლობალური ონლაინ ფორუმი - „ საერთაშორისო თანამშრომლობა COVID-19– ის წინააღმდეგ“ გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლები.
ფორუმის ორგანიზატორები არიან:
ფორუმის მიზანია:
მსოფლიოში კოვიდ -19 ვირუსით დაინფიცირდა დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი და 300 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პრობლემის გადაჭრის აქტუალობიდან გამომდინარე, ფორუმში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის ყოფილი თუ მოქმედი ლიდერები, მათ შორის : იაპონიის, ავსტრალიის, ეგვიფტის ყოფილი პრემიერ- მინისტრები; ხორვატიის, ყირგიზეთის, სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი პან გი მუნი და სხვა ოფიციალური პირები.
საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას იღებენ:
გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბატონი არჩილ კალანდია. ფორუმი მიმართვას მიიღებს მსოფლიო თანამეგობრობის მიმართ.
საკონტაქტო პირი: ჯემალ ფუტკარაძე
+995 5 77 40 19 49