სტუ-ში კორეული ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლო ცენტრში ლექციების ციკლი განახლდა

სტუ-ში კორეული ენისა და კულტურის შემსწავლელი სასწავლო ცენტრში ლექციების ციკლი განახლდა

04-06-2020

9 ივნისიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კორეული ენისა და კულტურის  შემსწავლელი სასწავლო ცენტრი ლექციების ციკლს გაანახლებს. 

სწავლის პროცესი,  რომელიც ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის გამო მარტში შეწყდა, მომავალი კვირიდან ონლაინ რეჟიმში განახლდება.  

ენის შემწავლელი კურსის განახლებული ლექციები სამშაბათსა და ხუთშაბათს,  17:00 საათიდან 18:30 საათამდე  გაიმართება, კურსს კორეის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა ასოციაციის წევრი ქალბატონი ეუჰინ ლი წარუძღვება.

სავალდებულოა, მსმენელები დაუკავშირდნენ ქალბატონ ეუჰინ ლის ტელეფონის პირად ნომერზე 593 67 91 04  ან  პირად ელექტრონულ მისამართზე:  leeunhee7@naver.com

შეგახსენებთ, რომ სასწავლო ცენტრი, რომელიც 2019 წლის 12 ნოემბერს ჩამოყალიბდა, ამ დროსათვის უკვე 112 მსმეელინი ჰყავს. ცენტრის მიზანია, მსურველებმა კორეული ენა და კულტურა უფასოდ შეისწავლონ. 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალში იგეგმება გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სტუდენტებმა სწავლა კორეის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გააგრძელონ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავაშირდით კორეული ენისა და კულტურის  შემსწავლელი სასწავლო ცენტრის დირექტორს სოსო ჩუნთიშვილს  -  593 22 78 01.

 

სიახლეებში დაბრუნება