სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო

02-06-2020

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გაზაფხულის ნაკადი სექტემბრამდე გადაიდო - ეს გადაწყვეტილება სსიპ საჯარო სამსახურის ბიურომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღო.

 სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, რომლებმაც უკვე თანხმობის ფორმას მოაწერეს ხელი,  შეუნარჩუნდებათ უფლება მიიღონ  მონაწილეობა შემოდგომის ნაკადში (გაიარონ აქტივაცია, რეგისტრაცია და აირჩიონ  სტაჟირების ვაკანსია).

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის შემოდგომის ნაკადი დაიწყება სექტემბერში. ზუსტი თარიღისა და დროის შესახებ დამატებით გახდება ცნობილი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 2197755.

 

სიახლეებში დაბრუნება