კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”

კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის - “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”

27-05-2020

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, აცხადებს კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, თემაზე “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”.

 

ონლაინ კონკურსი ტარდება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.

კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ, შემდეგი სპეციფიკური თემიდან ერთ-ერთზე:

  1. COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე
  2. დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს

კვლევითი პროექტების კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

სიახლეებში დაბრუნება