ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ ლექცია - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საარქივო მასალების მიმოხილვა“ გაიმართა

ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ ლექცია - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საარქივო მასალების მიმოხილვა“ გაიმართა

26-05-2020

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანისნავ ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუ-ის ასოცირებული პროფესორის, თამარ გაგნიძის ონლაინ ლექცია - „26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - საარქივო მასალების მიმოხილვა“.

ონლაინ ლექციაზე თამარ გაგნიძემ წარმოაგინა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალები, რომელიც იმ პერიოდის მოვლენებს აღწერს.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი, 2010 წელს, ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ქალბატონი თამარ გაგნიძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით იქნა აღდგენილი.



 

სიახლეებში დაბრუნება