„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ - ევროპის საბჭოს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ - ევროპის საბჭოს კამპანია „მე ვირჩევ თანასწორობას“

19-05-2020

ახალგაზრდებს, მასწავლებლებს, საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებების სფეროში ჩართულ ადამიანებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ საჭირო ინფორმაციას ადამიანის უფლებათა სწავლების თანამედროვე, არაფორმალური მეთოდებისა და ევროპის საბჭოს მიდგომების შესახებ.  

პირველი სესია „ადამიანის უფლებების სწავლება არაფორმალური განათლების გზით" 21 მაისს, 17: 00 საათზე  გაიმართება, რომელსაც ტრენერი სულხან ჩარგეიშვილი წარუძღვება.  იგი ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში კონსულტანტია.

სესიის ფარგლებში გაეცნობით:

  • რას გულისხმობს ადამიანის უფლებათა სწავლება -    რა მიდგომებსა და ღირებულებებს ეფუძნება ის.
  • ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმძღვანელოები „კომპასი“ და „კომპასიტო“.
  • როგორ წარმართოთ საგანმანათლებლო სესია ადამიანის უფლებებზე ახალგაზრდებთან და ბავშვებთან - პრაქტიკული აქტივობა.

სესიაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, განსაკუთრებით, 

საგანმანათლებლო და ადამიანის უფლებათა სფეროდან.

მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა რეგისტრაცია, რომელიც ხელმისაწვდომია აქ: https://forms.gle/PTLeZAK2Xtb5eVJj6 თქვენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ ბმულს, რომლითაც საჭირო დროს აღმოჩნდებით იმ პლატფორმაზე, სადაც ონლაინ სწავლება გაიმართება. რეგისტრაციის საბოლოო ვადაა 20 მაისი 6 სთ.

მეტი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ იხილეთ აქ: https://www.facebook.com/events/990084284743744/

სასურველია, მონაწილეებს თან გქონდეთ ფურცლები და სახატავი ფანქრები/მარკერები,

თუმცა ეს არ არის სავალდებულო.  

შემდგომი სესიები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის, ასევე, პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები და ალტერნატიული

ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ.  

ყველა სესიის მიზანია, ხაზი გაუსვას ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობას. 

ჩვენი რჩევაა, თვალი ადევნოთ Facebook გვერდს „მე ვირჩევ თანასწორობას“. 

 

სიახლეებში დაბრუნება