რეკომენდაციები შუასემესტრული გამოცდებისთვის
ძვირფასო სტუდენტებო, იმ მიზნით, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შუასემესტრული საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა შესრულებასაც სტუ-ის სწავლების დეპარტამენტი სავალდებულოდ მიიჩნევს.
გთხოვთ:
ყოველი შუალედური გამოცდის წინ ყურადღებით შეამოწმოთ საგამოცდო ცხრილი და წინასწარ დააზუსტოთ, თუ რომელ პლატფორმაზე (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge) გიტარდებათ კონკრეტული სასწავლო კურსის შესაბამისი გამოცდა.
ამ მიზნით, უნდა შეხვიდეთ elearning.gtu.ge და testing.gtu.ge-ზე თქვენი მომხმარებლის სახელითა და პაროლით და გადაამოწმოთ, ხედავთ თუ არა ყველა სასწავლო კურსს, რომელიც მიმდინარე (მეორე) სემესტრში სასწავლო ხელშეკრულებით (პროგრამით) არის გათვალისწინებული.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სასწავლო კურსი არ ჩანს თქვენს გვერდზე ან შეტანილია ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც თქვენი ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, უნდა გადახვიდეთ ბმულზე ფორმა და შეავსოთ.
იმ შემთხვევაში, თუ შუასემესტრული გამოცდის დაწყებისას ვერ შეხვალთ სისტემაში (elearning.gtu.ge ან testing.gtu.ge) ან საგამოცდო დავალების შესრულების დროს “ამოვარდებით” სისტემიდან და ვერ შეძლებთ მასთან წვდომას, ან ვერ შეძლებთ საგამოცდო დავალების ატვირთვას და სხვ., უნდა გადახვიდეთ ბმულზე ფორმა და შეავსოთ.
ბმული ფორმა განთავსებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე - elearning.gtu.ge და testing.gtu.ge-ზე, მთავარ გვერდებზე.
https://docs.google.com/forms/d/1P-Zas236nuET_pID259_iMn2CnoW-T-jX5yrghrbNuk/viewform?edit_requested=true
წარმატებებს გისურვებთ!