ქალბატონ თამარ ჭანტურიას 70 წელი შეუსრულდა

ქალბატონ თამარ ჭანტურიას 70 წელი შეუსრულდა

13-05-2020
 ქალბატონ თამარ ჭანტურიას 70 წელი შეუსრულდა

ქალბატონი თამარ ჭანტურია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანის მოადგილე, უნივერსიტეტის სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, მრავალი თაობის აღმზრდელი, არაერთი წიგნისა და მონოგრაფიის ავტორი.

დღეს ქალბატონი თამარი იუბილარია.
ადამიანი, რომელსაც კოლეგებმა, პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ნიშნად, „ფაკულტეტის მარგალიტი“ უწოდეს, კიდევ უამრავი ეპითეტით შეიძლება შევამკოთ: კარგი დედა, კარგი აღმზრდელი, პროფესიონალი.

მრავალჟამიერ, ქალბატონო თამარ! წარმატებები თქვენ და თქვენს ოჯახს, თქვენს სტუდენტებს!

გილოცავთ დაბადების დღეს!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია



 

სიახლეებში დაბრუნება