II სემესტრის განახლებული სასწავლო განრიგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
13-05-2020 ძვირფასო სტუდენტებო, გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილ საგანგებო ვითარებაში, ობიექტური გარემოებების გამო, ცვლილებები განიცადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის სასწავლო განრიგმა. გთავაზობთ აღნიშნულ ცვლილებებს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას 2019/2020 სასწავლო წლის მეორე (საგაზაფხულო) სემესტრის განახლებული განრიგის შესახებ:
2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობები (ლექცია, პრაქტიკული, ლაბორატორია, სემინარი და ა.შ.) ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება 2020 წლის 27 ივნისის ჩათვლით.
შუასემესტრული გამოცდები ჩატარდება მე-11 სასწავლო კვირაში – 2020 წლის 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით; მიმდინარე აქტივობები კი შეფასდება შესაბამის სილაბუსში მითითებულ კვირებში.
დასკვნითი (ფინალური) გამოცდები ჩატარდება მე-20 და 21-ე სასწავლო კვირებში – 2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.
დამატებითი გამოცდები ჩატარდება 22-ე კვირაში, 2020 წლის 3 აგვისტოდან 8 აგვისტოს ჩათვლით.
სამაგისტრო ნაშრომისა და დისერტაციის დაცვა ჩატარდება დასკვნითი გამოცდების ვადაში.
დოქტორანტურის სტუდენტებისთვის დისერტაციის წინასწარი დაცვა ჩატარდება მე-8, მე-9 და მე-10 სასწავლო კვირებში – 2020 წლის 27 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით.
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, მიმდინარე შეფასებების აღდგენა და დოკუმენტური მასალის ჩაბარება მოხდება მე-17, მე-18 და მე-19 სასწავლო კვირებში – 2020 წლის 29 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით.
ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში, შუასემესტრული გამოცდების აღდგენა მოხდება მე-20 და 21-ე კვირებში – 2020 წლის 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით, დასკვნით გამოცდამდე, დეკანატთან/საგამოცდო ცენტრთან/სასწავლო კურსის წამყვან პროფესორთან შეთანხმებულ დროსა და ადგილზე.
ასევე, გთავაზობთ ბმულებს, რომელზე გადასვლითაც შეძლებთ მეორე სემესტრის განრიგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ.
2019-2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგში (№01-09-10/19 ბრძანება) ცვლილების შესახებ სტუ-ის რექტორის ბრძანება
2019-2020 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგის შესახებ” სტუ-ის რექტორის 2020 წლის 28 იანვრის №01-09-10/19 ბრძანება