არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა - „მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“

არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა - „მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“

11-05-2020

„მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“ - ამ ინიციტივით არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან და საზოგადოებას იმ ადამიანების გაცნობას სთავაზობენ, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული მოხალისეთა საქმიანობაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კორონა ვირუსის (COVID – 19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის პროცესში საზოგადოება კვლავ იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, უამრავი ადამიანი ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში. არასამთავრობო ორგანიზაციები, არაფორმალური გაერთიანებები დღემდე უწყვეტ რეჟიმში სთავაზობენ დახმარებას ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.

არსამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს უნდა იცნობდეს საზოგადოება და მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ.

მათი ინიციატივით, საქართველოში „მოხალისის ეროვნული ჯილდო 2020“ უნდა დაწესდეს. ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში შეტანილი წვლილისათვის: 

  • გადაუდებელი დახმარება კრიზისულ სიტუაციაში
  • ადამიანის უფლებების დაცვა
  • გარემოსდაცვითი სფერო
  • მოხალისეობის განვითარება
  • განათლება
  • კულტურა
  • სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება

იმისათვის, რათა თითოეულ ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი მოხალისეები უკეთესად იყვნენ წარმოდგენილნი, მოხალისის ეროვნული ჯილდო გაიცემა შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: ახალგაზრდა (14 დან 29 წლამდე), ზრდასრული (30+). მოგმართავთ თხოვნით დაინტერესების შემთხვევაში შემოუერთდეთ ჩვენს ინიციატივას, როგორც ღონისძიების პარტნიორი, რათა ერთობლივად შევძლოთ ზემოაღნიშნული ღონისძიების ეფექტიანი განხორციელება და საფუძველი ჩავუყაროთ სფეროსთვის საჭირო ტრადიციის დამკვიდრებას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ელექტრონულ მისამართზე: helpinghand.geo@gmail.com ან დაგვიკავშირდით თინათინ მესხი  551 143 59


 

სიახლეებში დაბრუნება