პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

პროფესორ-მასწავლებლების საყურადღებოდ!

11-05-2020

შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების ვიდეოინსტრუქცია -  II ეტაპი

გთავაზობთ შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების II ეტაპის ვიდეოინსტრუქციას იმ საგნებში, რომელიც ცენტრალიზებულად არ ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტესტირების ცენტრის მიერ.

შუალედური გამოცდის მომზადების პროცესი ორი ეტაპისაგან შედგება.

II ეტაპი 11 მაისს იწყება. თითოეულ პედაგოგს, ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე elearning.gtu.ge, თავისი სასწავლო კურსის მთავარ გვერდზე, მე-11 კვირაში, გახსნილი დახვდება იმდენი დავალება, რამდენი ვარიანტიც მიუთითა პირველ ეტაპზე. შესაბამისად, პედაგოგს შეეძლება თითოეული ვარიანტის საკითხების, გამოკითხვის დაწყების დროისა და ხანგრძლივობის ატვირთვა სისტემაში. 

შუალედური გამოცდის მომზადებისა და ჩატარების დეტალური ვიდეოინსტრუქცია - II ეტაპი


 

სიახლეებში დაბრუნება