საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი StopCoV ფონდში თანხის გადარიცხვას აგრძელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი StopCoV ფონდში თანხის გადარიცხვას აგრძელებს

08-05-2020


 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ და მაისის დასაწყისში StopCoV ფონდში 35 000 ლარზე მეტი გადარიცხეს. გარდა ამისა, ტექნიკური უნივერსიტეტი StopCoV ფონდში შენატანებს მომავალ თვეებშიც განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, StopCoV ფონდთან თანამშრომლობას მომავალ თვეებშიც აქტიურად გააგრძელებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ საჭირო შემთხვევაში, კოორდინირებულად ჩაერთოს ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილ ორგანიზებულ საქველმოქმედო თუ სოციალურ ღონისძიებებში.


 

სიახლეებში დაბრუნება