„ ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ - გრაფიკული პოსტერების კონკურსი ცხადდება

„ ჩვენი ხსნა ბუნებაშია“ - გრაფიკული პოსტერების კონკურსი ცხადდება

07-05-2020


 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აცხადებს გრაფიკული პოსტერების კონკურსს სახელწოდებით ,,ჩვენი ხსნა ბუნებაშია“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს, რომელსაც:

  • სურს, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს 2020 წლის ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღნიშვნაში
  • სურს, ხაზი გაუსვას ჩვენს მჭიდრო ურთიერთკავშირს ბუნებასთან
  • აქვს მინიმალური უნარები, შექმნას საკუთარი ორიგინალური გრაფიკული პოსტერი

კონკურსში მონაწილეობისათვის პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • იყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი
  • იყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამაში
  • ასახავდეს ადამიანების სიცოცხლის დამოკიდებულებას ბუნებაზე (ბიომრავალფეროვნებაზე) ან გარემოს ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირს

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თქვენ მიერ შექმნილი პოსტერები უნდა გამოგვიგზავნოთ არაუგვიანეს  21 მაისისა ელექტრონულად, PDF ფორმატში ელ.ფოსტაზე: info@eiec.gov.ge.

კონკურსანტებისთვის 22 მაისს გაიმართება ვებინარი ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით. 3 საუკეთესო პოსტერის ავტორი დასაჩუქრდება სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. პრიზების გადაცემა მოხდება საგანგებო სიტუაციის დასრულების შემდეგ .

კონკურსთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია მარიამ ხვედელიძე (ელ.ფოსტა: mariami.khvedelidze@eiec.gov.ge; მობ: 555 566 047).

 

სიახლეებში დაბრუნება