„ახალგაზრდული გაერთიანება“ სტუდენტებს ონლაინ იმიტირებულ სასამართლო პროცესების პროექტს სთავაზობს

„ახალგაზრდული გაერთიანება“ სტუდენტებს ონლაინ იმიტირებულ სასამართლო პროცესების პროექტს სთავაზობს

29-04-2020

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული გაერთიანება“ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს ონლაინ იმიტირებულ სასამართლო პროცესების პროექტს სთავაზობს.

ორგანიზაციის ახალი პროექტი, რომელიც 4 მაისს დაიწყება ბაკალავრიის მე-2, მე-3, მე-4 კურსის და მაგისრატურის სტუდენტებზეა გათვლილი. დაინტერესების შემთხვევაში, სტუდენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 30 აპრილამდე.

ონლაინ იმიტირებულ სასამართლო პროცესების პროექტს მოქმედი ადვოკატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ლექტორი, ამირან გიგუაშვილი წარუძღვება. ამასთან, პროექტის განმავლობაში იგი თავადვე იქნება მოსამართლე.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, პროექტი განსხვავებული წესით ჩატარდება. მონაწილეები პროექტის დაწყებისას ჯგუფებად ჩამოყალიბდებიან, სადაც თავად აარჩევენ ჯგუფის ლიდერს და იმ კონკრეტულ ქეისსზე მუშაობას დაიწყებენ, რომელიც პროექტის დაწყებისას მათ გადაეცემათ.

აქედან გამომდინარე, პროექტში მენტორების საჭიროება არ არის. მონაწილეებს ექნებათ კონკრეტული დრო ქეისზე სამუშაოდ, რის შემდეგაც გაიმართება პროცესი.

ამ დროის განმავლობაში მათ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტონ სიხლის სამართლის პროცესის ნორმების შესაბამისად როგორ იმოქმედონ, როგორ მოემზადონ პროცესისათვის.

აღნიშნული საკითხი, მათ საშუალებას მიცემს საკუთარი თავი გამოავლინონ.

თუ მაგალითად აქამდე მენტორზე იყვნენ დამოკიდებულნი და მისი ხელმძღვანელობით წყვიტავდნენ მაგალითად, შესავალი სიტყვა როგორი ყოფილიყო, რა კითხვები დაესვათ და ა.შ. ახლა უკვე შანსი აქვთ, რომ რეალური პროცესის მსგავსად, დამოუკიდებლად მოემზადნონ.

რაც შეეხება ქეისებს, ის კონფიდენციალურია და მონაწილეებს უშუალოდ გადაეცემათ პროექტის დაწყების შემდეგ.

გაცნობებთ, რომ პროექტი დაიწყება 4 მაისს, ხოლო რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი. შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური რეგისტრაცია, სადაც მონაწილეთა რაოდენობა უნდა იყოს 5-6 ადამიანი. ჯგუფის რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია მითითოთ ჯგუფის თითოეული წევრის მონაცემები. 

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/ixC95Xe3ggeTpZDM6

ა/ო ,,ახალგაზრდული გაერთიანება“ 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს. ორგანიზაციის დამფუძნებელია გიორგი თანიაშვილი და გურამ მამულაშვილი. ამჟამად ორგანიზაციის დირექტორია მარიამ კიკნაძე. 

2017 წლიდან დღემდე ორგანიზაცია აქტიურად უწევდა ორგანიზებას ისეთ პროექტებს, როგორებიცაა მოდელირებები, იმიტირებული სასამართლო პროცესები, იმიტირებული გამოძიებები, საჯარო ლექციები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე და ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სკოლასთან და ასევე ჩართული იყო კამპანიაში არა ბულინგს, რომლის ფარგლებშიც თბილისის სხვადასხვა სკოლებში ჩატარდა ლექცია-აქტივობები ფსიქოლოგებისა და იურისტების ურთიერთთანამშრმლობით აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს წითელ ჯვართან და ჩართულია საქველმოქმედო ღონისძიებებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მოხუცებს, ბავშვებს იმის მიხედვით თუ რა ჭირდებათ მათ. ამის გარდა ორგანიზაცია დამოუკიდებლადაც ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებსაც, რომლის ფარგლებშიც ასევე ქვეყნის მასშტაბით შეძლებისდაგვარად ვეხმარებით მათ ვისაც დახმარება ჭირდება. ორგანიზაციის გვერდი: https://www.facebook.com/pg/UOY.ge/about/?ref=page_internal


 

სიახლეებში დაბრუნება