სტუ-ის ლოჯისტიკის გერმანულენოვანი პროგრამის სამი სტუდენტი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

სტუ-ის ლოჯისტიკის გერმანულენოვანი პროგრამის სამი სტუდენტი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

27-04-2020


 2020 წლის 27 აპრილს ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (TH Wildau), სტუ-ს და გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) ერთობლივმა კომისიამ ლოჯისტიკის საბაკალავრო პროგრამის ორ სტუდენტს DAAD-ის სასწავლო სტიპენდიები მიანიჭა. გარდა ამისა, კიდევ ერთ სტუდენტი გერმანიაში მობილობით სწავლას გააგრძელბს.

კომისიას, რომელიც ონლაინ პლატფორმის საშუალებით ჩატარდა,   პროგრამის გერმანული მხარის ხელმძღვანელი პროფესორი ფრანკ გილერტი თავმჯდომარეობდა.

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს ლოჯისტიკის გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ნაწილს, რომლის ფარგლებში ქართველ სტუდენებს ეძლევათ საშუალება მეშვიდე და მერვე სემესტრებში სწავლა გააგრძელონ TH Wildau-ში. ამჟამად TH Wildau-ში ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხუთი სტუდენტი აგრძელებს სწავლებას.  

სასწავლო პროგრამა გერმანიაში მოიცავს როგორც ლექციების კურსს, ასევე პრაქტიკას გერმანულ საწარმოებში. სემესტრების წარმატებულად დასრულების შემდგომ ქართველი სტუდენტები მიიღებენ TH Wildau-ს ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომს ლოჯისტიკაში. 

გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოჯისტიკაში ხორციელდება 2015 წლის ოქტომბრიდან, რომელშიც მონაწილეობს სტუ-ს ლოჯისტიკის დეპარტამენტი და TH Wildau ორ წამყვან გერმანულ უნივერსიტეტთან ერთად.  პროგრამის ქართველი ხელმძღვანელია ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი პროფ. გიორგი დობოჯგინიძე.

აღნიშნული პროგრამა ორდიპლომიანია. მას საქართველოში გერმანელი და ქართველი პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი გუნდი უძღვება.

TH Wildau წარმოადგენს გერმანიის ერთერთ ყველაზე ინოვაციურ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრს, რომელიც 2018 წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში მთელი გერმანიის მასშტაბით.

2019 წელს უნივერსიტეტი მისი ლოჯისტიკის პროგრამებით მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტებს შორის. 

TH Wildau  ფოკუსირებულია ბიზნეს ადმინისტრირებისა და ტექნიკური დისციპლინების ურთიერთდამოკიდებულების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, ასევე უახლეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე.

სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან როგორებიცაა: Daimler, BMW, Siemens, Sony, Fujitsu, ABB.

 

სიახლეებში დაბრუნება