საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის სააღდგომო მიმართვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის სააღდგომო მიმართვა

18-04-2020


 ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო, ადმინისტრაციის თანამშრომლებო,

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! 

ეს დღე გვავსებს რწმენითა და იმედით, რომ სიცოცხლე ღვთის ძალით სძლევს სიკვდილს, რომ სიკეთე სიყვარულის ძალით სძლევს ბოროტებას, რომ განათლება სწავლითა და გარჯით სძლევს სიბნელეს, ისევე, როგორც ჩვენმა მაცხოვარმა სძლია ამქვეყნიურ საცდურებს.

აღდგომის მადლმა სიხარულით აავსოს ჩვენი გულები, მოგვმადლოს უჭირველი და უშფოთველი ცხოვრება, ჯანმრთელობა და ბარაქა ოჯახებში, გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა.

წლევანდელი აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისათვის ურთულეს პერიოდში გვიწევს. დღეს უნდა დავრჩეთ სახლში, ცალ-ცალკე შევეგებოთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფლის შეწევნითა და ურთიერთთანადგომით ვძლიოთ პანდემიით გამოწვეულ სიძნელეებს, რათა უახლოეს მომავალში, ძველი ერთობითა და ახალი შემართებით, მთელი ჩვენი სასიცოცხლო ენერგია მივმართოთ სიყვარულისა და სიკეთისაკენ, განათლებისა და განვითარებისაკენ.


 

სიახლეებში დაბრუნება