გთავაზობთ სტუ-ის ელექტრონულ პორტალზე ონლაინ ლექციების Zoom-ით ჩატარების განახლებულ ინსტრუქციას
Zoom-ის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ვიდეოკონფერენციების აპლიკაციის კომპანია Zoom-მა ვირტუალურ სალექციო ოთახში შესვლის წესები შეცვალა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიურ პერსონალს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციის ჩატარების განახლებულ ვიდეოინსტრუქციას სთავაზობს.
გაცნობებთ, რომ Zoom-ის სიტემაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა, Zoom-ის აპლიკაციით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით 200 მლნ მომხმარებელმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, დაფიქსირდა ე.წ. zoombombing-ის მრავალი შემთხვევაც.
აღნიშნული პროცესების გამო, ფუნქციონირებაში შეფერხება შეექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლარფორმასაც elearning.gtu.ge , რომელიც ელექტრონული სწავლების პროცესში Zoom-ის აპლიკაციას იყენებს. საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ორი დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდა Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ონლაინ ლექციებში ჩართვა.
კომპანია Zoom-ი უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და აპლიკაციის უსაფრთხოდ გამოყენების თაობაზე საინფორმაციო ვიდეორგოლებს ავრცელებს.
Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციის ჩატარების განახლებული ვიდეოინსტრუქცია