სტუდენტების საყურადღებოდ!

სტუდენტების საყურადღებოდ!

05-04-2020

გთავაზობთ სტუ-ის ელექტრონულ პორტალზე ონლაინ ლექციებში Zoom-ით ჩართვის განახლებულ ინსტრუქციას

Zoom-ის სისტემის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ვიდეოკონფერენციების აპლიკაციის კომპანია Zoom-მა ვირტუალურ სალექციო ოთახში შესვლის წესები შეცვალა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებულ ვიდეოინსტრუქციას სთავაზობს.

გაცნობებთ, რომ Zoom-ის სიტემაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი პრობლემის გამო, ბოლო რამდენიმე დღეა, Zoom-ის აპლიკაციით სარგებლობა მსოფლიოს მასშტაბით 200 მლნ მომხმარებელმა ვერ შეძლო. გარდა ამისა, დაფიქსირდა ე.წ. zoombombing-ის მრავალი შემთხვევაც.

აღნიშნული პროცესების გამო, ფუნქციონირებაში შეფერხება შეექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლარფორმასაც elearning.gtu.ge , რომელიც ელექტრონული სწავლების პროცესში 
Zoom-ის აპლიკაციას იყენებს. საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ორი დღის განმავლობაში შეუძლებელი გახდა Zoom-აპლიკაციის მეშვეობით ონლაინ ლექციებში ჩართვა.

კომპანია Zoom-ი უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს და აპლიკაციის უსაფრთხოდ გამოყენების თაობაზე საინფორმაციო ვიდეორგოლებს ავრცელებს.

Zoom-ის სალექციო ოთახში შესვლისა და ლექციაზე დასწრების განახლებული ვიდეოინსტრუქცია




 

სიახლეებში დაბრუნება