პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ „დიდი იდეების კონკურსი 2020“ სააპლიკაციო განაცხადების ვადები გახანგრძლივდა Big Idea Challenge - 2020

პროექტის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ „დიდი იდეების კონკურსი 2020“ სააპლიკაციო განაცხადების ვადები გახანგრძლივდა Big Idea Challenge - 2020

27-03-2020 მსოფლიოში მიმდინარე  COVID-19  პანდემიის შედეგად გამოწვეული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ ინოვაციური კონკურსის Big Idea Challenge - 2020 ვადები ერთჯერადად გახანგრძლივდა

შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის საორგანიზაციო გუნდი სააპლიკაციო განაცხადების მიღებას 2020 წლის წლის 30 აპრილამდე აგრძელებს. მონაწილეობის მსურველებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ კონკურსში.  

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ:  
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პარტნიორი უნივერსიტეტის სტატუსით, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, მონაწილეობს ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ მე-2 წლის პროექტში. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცხადდება „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge - 2020),  რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ სტუ-ის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს, თანამშრომლებს (აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი) და კურსდამთავრებულებს 35 წლის ასაკამდე, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები და სურთ თავიანთი იდეები რეალურ ბიზნესპროექტებად აქციონ. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, გუნდური პრინციპით (გუნდის შემთხვევაში, შესაძლებელია, გუნდში ირიცხებოდეს მაქსიმუმ 3 წევრი). 

 კონკურსი ტარდება სამ კატეგორიაში:  
  1. ციფრული ტექნოლოგიები 
  2. სოციალური გავლენა  
  3. შემოქმედებითობა. 
გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითოეული კატეგორიის მიხედვით, ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, შემდეგ ქვეყნის, საბოლოოდ კი - მთლიანად პროექტის მასშტაბით. 
  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამარჯვებული საუკეთესო ერთი გუნდი მიიღებს  ფულად პრიზს 500 £ (გირვანქა სტერლინგის ექვივალენტი ლარებში) ოდენობით; 
  • ქვეყნის (საქართველოს)  მასშტაბით გამარჯვებული მიიღებს 2000 £ (გირვანქა სტერლინგს); 
  • ხალხის რჩეული მიიღებს 2000 £ (გირვანქა სტერლინგს).  
საბოლოოდ, საქართველოს მასშტაბით, გამარჯვებული ერთი გუნდი გაემგზავრება ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლონდონის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით, რასაც უზრუნველყოფს პროექტის საერთაშორისო საორგანიზაციო ჯგუფი. 

პირველ ეტაპზე საორგანიზაციო ჯგუფი განიხილავს შემოსულ იდეებს. ჯამში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სპეციალური ჟიურის მიერ, შეირჩევა 10 ინოვაციური იდეა, რომელიც პროექტის დასკვნით ეტაპზე, 60-წამიანი ვიდეომოხსენების სახით, წარდგენილი იქნება ჯერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის ეგიდით გამართულ კონკურსში, შემდეგ - საქართველოს მასშტაბით. გამარჯვებული ჩაერთვება მთლიანად პროექტის მასშტაბით ჩასატარებელ კონკურსში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები: სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან. გარდა ამისა, პროექტის მასშტაბით გამოვლინდება ერთი გამარჯვებული - „ხალხის რჩეულის“ კატეგორიაში. 

აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს 2020 წლის 30 აპრილამდე. 

ჩამოტვირთეთ აპლიკაცია აქ (თავდაპირველად ივსება ქართულ ენაზე) 
გთხოვთ, ქართულ ენაზე შევსებული აპლიკაციები გამოგზავნოთ მისამართზე: innovations@gtu.ge   

კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია: 
  • კონკურსის მონაწილეების შერჩევა და მათთვის შესაბამისი, სერტიფიცირებული ტრენინგების ჩატარება; 
  • ბიზნესიდეების განვითარება ინკუბაციისა  და კონსულტაციების გზით, შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერების მონაწილეობით; 
  • კონკურსის ფინალური ეტაპის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა; 
„დიდი იდეების კონკურსი 2020“-ის მთავარი ამოცანაა, სტუდენტური იდეების გენერაცია და მისი შემდგომი პრაქტიკული აღსრულება ინკუბაციისა და პროფესორ-მასწავლებლებთან საკონსულტაციო მუშაობის გზით; ინოვაციების და კრეატიული ბიზნესიდეების წახალისება; საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება; იმ პირის/ების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური და კრეატიული იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები. 
პროექტის მიზანია:  
  • სტუდენტების და შემოქმედებით ინდუსტრიაში დასაქმებული ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება; 
  • ახალი ბიზნესის ამოქმედებისა და მისი ფუნქციონირების მხარდაჭერა ინკუბაციის საშუალებით; 
  • ცოდნის გაზიარება. 
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ: https://creativespark-bigidea.uk/  

 ან ჩამოტვირთეთ შესაბამისი ფალი: 
CREATIVE SPARK BIG IDEA CHALLENGE 2020 VIDEO PITCH COMPETITION    

აქვე აღვნიშნავთ, რომ „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ 5-წლიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო  საუნივერსიტეტო და ინსტიტუციურ პარტნიორობებს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ინდუსტრიების  განვითარებაში. პროგრამა ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში. მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 
https://www.britishcouncil.ge/programmes/education/creative-spark  

პროექტი ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ. პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი. პროექტი კოორდინაციაშია სტუ-ის კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. ორგანიზატორია „სტუ-ის ინოვაციების ცენტრი“. 

პროგრამა მთლიანად დაფინანსებულია ბრიტანული საბჭოს მიერ. 

ღონისძიებასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „სტუ-ის ინოვაციების ცენტრს“ (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, ოთახი N144) - შეკითხვების ან საკონსულტაციო შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.ge ან დაგვიკავშირდით.: 2 36 51 29 

საკონტაქტო ინფორმაცია:  
ვებგვერდი: innovations.gtu.ge   
FB: https://www.facebook.com/InnovationsGTU   
ელ.ფოსტა: innovations@gtu.ge   
ტელ.: 2 36 51 29 

 

სიახლეებში დაბრუნება