30 მარტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე ონლაინ სალექციო ჩართვები განხორციელდება.
ონლაინ ლექციების ცხრილი, რომლის მიხედვითაც პროფესორ-მასწავლებლებს და სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ონლაინ ლექციებში, განთავსებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდის მთავარ გვერდზე, რუბრიკაში „აკადემიური მოსწრება“. ონლაინ ლექციების ცხრილზე გადასვლა შესაძლებელია ბმულით: https://leqtori.gtu.ge/2019_2020/II/B/info
ონლაინ ლექციები წარიმართება ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - elearning.gtu.ge, Zoom და BBB პლატფორმების მეშვეობით.
⚫ გთავაზობთ სპეციალურად ლექტორებისთვის მომზადებულ ვიდეოინსტრუქციებს ონლაინ ლექციების ჩატარების შესახებ. აღნიშნული გზამკვლევი, ვიდეორგოლების სახით, ასევე, ატვირთულია ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე elearning.gtu.ge , ტექნიკური უნივერსიტეტის youtube-ის პლატფორმაზე.
ვიდეორგოლი - ინსტრუქცია ლექტორისთვის BBB ვირტუალური აუდიტორიის გახსნის შესახებ
ვიდეორგოლი - ინსტრუქცია BBB ვირტუალურ აუდიტორიაში ლექტორის მუშაობის შესახებ
ვიდეორგოლი - ინსტრუქცია ლექტორისთვის BBB პარამეტრების განსაზღვრის შესახებ
ვიდეორგოლი - ინსტრუქცია ლექტორისთვის Zoom სისტემის დაყენების შესახებ
ვიდეორგოლი - ინსტრუქცია ლექტორისთვის Zoom ვირტუალურ აუდიტორიაში მუშაობის შესახებ